weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვლადიმირ კლიჩკომ კარიერა დაასრულა

17:52 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

უკრაინელმა პროფესიონალმა მოკრივემ, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ კარიერა დაასრულა. 41 წლის სპორტსმენმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ქომაგებს მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი ისეთივე წარმატებული ექნება, როგორიც მისი საკრივო კარიერა იყო.

პროფესიონალურ რინგზე კლიჩკოს დებიუტი 1996 წელს შედგა, როდესაც ატლანტაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მან 64 ბრძოლა მოიგო, აქედან 53 - ნოკაუტით. დამარცხებულმა რინგი ხუთჯერ დატოვა, მათ შორის ბოლო ორ შეხვედრაში ბრიტანელებთან ტაისონ ფიურისთან და ენტონი ჯოშუასთან დაპირისპირებისას.

ვლადიმირ კლიჩკო სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარა WBO-ს (2000-2003, 2008-2015), IBF-ის (2006-2015), IBO-სა (2006-2015) და WBA-ს (2011-2015) ვერსიებით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]