ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა პარიზულ მხარესთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. პარიზელთა ოფიციალურ განცხადებაში არაფერი წერია სატრანსფერო თანხასა და ნეიმარის ხელფასზე, თუმცა როგორც აქამდე არაერთხელ გახმაურდა, გარიგების ღირებულება 222 მილიონი ევროა, ხოლო მოთამაშის წლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება. ნეიმარი ახალ კლუბში 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა კარიერა მშობლიურ „სანტოსში“ დაიწყო, სადაც ლიბერტადორესის თასი მოიგო, „ბარსელონას“ ღირსებას კი 2013 წლიდან იცავდა და 186 მატჩში 105 გოლის გატანა მოახერხა. კატალონიურთან გრანდთან ერთად ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ყველა შესაძლო ტურნირი და ტიტული მოიგო.