weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერ თასი რეკორდულად მოიგო

11:17 კვირა, 06 აგვისტო 2017

2017 წლის გერმანიის სუპერ თასის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ტიტული მეექვსედ მოიპოვა, რაც რეკორდია, რადგან აქამდე 5-5 სუპერ თასი სწორედ „ბაიერნსა“ და „ბორუსიას“ ჰქონდათ.

პეტერ ბოსის გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ მიუნხენელებმა ანგარიშის გათანაბრება ორივეჯერ მოახერხეს. დორტმუნდელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ - ხავი მარტინესის შეცდომის შედეგად, ხორვატი წარმოშობის ამერიკელი ქრისტიან პულიშიჩი მე-12 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და კარის აღება არ გასჭირვებია. მალევე რობერტ ლევანდოვსკიმ დაამწუხრა ყოფილი კლუბის ქომაგები და ანგარიში გაათანაბრა, რითაც გუნდები შესვენებაზე საყაიმო შედეგით გაიყვანა.

71-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ეფექტური დარტყმით დორტმუნდელები კიდევ ერთხელ დააწინაურა. მატჩის მიწურულს კი „რეკორდმაისტერმა“ ზეწოლა გააძლიერა და მიზანსაც მიაღწია - საჯარიმოში შექმნილი არეულობისას მეკარე რომან ბიურკიმ ბურთი თავის კარში შეაგორა.

საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც შედარებით ზუსტი „ბაიერნი“ აღმოჩნდა და ახალი სეზონი ტიტულით დაიწყო.

აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდიის სუპერ თასის მოგებამდე მცირედი დააკლდა გურამ კაშიას. ქართველი მცველის კაპიტნობით არნემის „ვიტესი“ ჩემპიონ „ფეიენოორდს“ როტერდამში გაუძალიანდა და ტიტული მხოლოდ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დაუთმო (2:4). გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]