weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეკატერინე გორგოძემ სტამბოლის ტურნირი მოიგო

17:11 კვირა, 06 აგვისტო 2017

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი იყო.

 გორგოძე მე-2 ნომრად იყო განთესილი და წარმატებას ისე მიაღწია, სეტიც კი არ წაუგია. ქართველმა ჩოგბურთელმა საწყის რაუნდებში „უაილდ ქარდის“ მქონე მეტოქეებს - ლიტველ პაულინა ბაკაიტესა და თურქ ებრუ ზეინეფ იაზგანს, შესაბამისად, 6:1, 6:0 და 6:2, 6:1 სძლია. მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ხორვატ ენა კაიევიჩს 6:1, 6:1 მოუგო, ნახევარფინალსა და ფინალში, კი ბულგარელებს - პეტია არშინკოვასა (6:2, 7:5) და კვალიფიკანტ გებრიელა მიხაილოვას (6:3, 6:1) სძლია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის 25 წლის გორგოძეს მსოფლიო რეიტინგში 443-ე ადგილი უკავია, თურქული წარმატება კი მის წინსვლას განაპირობებს. კარიერის პიკი მას გასული წლის აგვისტოში ჰქონდა, როდესაც 255-ე საფეხურს უწია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]