weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამეგრელოში საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომი აშენდება

17:13 კვირა, 06 აგვისტო 2017

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ავტოდრომზე 750 მეტრი სიგრძის დრაგი და T1-ის, T2-ის და T3-ის საერთაშორისო ტრასები აშენდება. მოეწყობა 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, პარკინგი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა.

ახალ ავტოდრომზე მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების გამართვაა დაგეგმილი. გუბერნატორის მოადგილის დავით კოდუას განცხადებით, ავტოდრომი რეგიონს საშუალებას მისცემს ავტოსპორტში თავისი სიტყვა თქვას.

ავტოდრომის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე დღეა ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე მოყვარულთა შორის ავტო-მოტო შეჯიბრი მიმდინარეობს, რომელშიც მრბოლელები მთელი საქართველოდან მონაწილეობენ. სამეგრელოში შეჯიბრი მესამე წელია იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]