საწყის წუთებში „მეთოფეები“ უკეთ გამოიყურებოდნენ და მათმა ახალწვეულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა ძელსაც მოარტყა ბურთი. საპასუხოდ „არისტოკრატებმაც“ შეუტიეს და პირველი ტაიმიც თანაბარ ბრძოლაში დასრულდა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე „ჩელსიმ“ ანგარიში გახსნა. თავი ნიგერიელმა ვიქტორ მოუზესმა გამოიჩინა. გოლის შემდეგ გუნდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მე-80 წუთზე ანტონიო კონტეს გუნდი 10 კაცით დარჩა მოედანზე - უხეშობისთვის პედრო გააძევეს, „არსენალმა“ კი უმალ გაათანაბრა სეად კოლაშინაცის თავურით.
დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და ჯერი თერთმეტმეტრიანებზე მიდგა, სადაც უფრო ზუსტი „არსენალი“ აღმოჩნდა და აღნიშნული ტიტული მე-15-ედ მოიპოვა.