weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინგლისის სუპერ თასი „არსენალმა“ მოიგო

10:37 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017

„ქომუნითი შილდად“ წოდებული ინგლისის სუპერ თასი, რომელშიც ერთმანეთს ინგლისის ჩემპიონი და ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული გუნდები შეხვდნენ, ლონდონის „არსენალმა“ მოიგო. ლეგენდარულ „უემბლიზე“ ლონდონურ დერბიში არსენ ვენგერის გუნდმა „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ახალი სეზონი ტიტულით დაიწყო.

საწყის წუთებში „მეთოფეები“ უკეთ გამოიყურებოდნენ და მათმა ახალწვეულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა ძელსაც მოარტყა ბურთი. საპასუხოდ „არისტოკრატებმაც“ შეუტიეს და პირველი ტაიმიც თანაბარ ბრძოლაში დასრულდა.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე „ჩელსიმ“ ანგარიში გახსნა. თავი ნიგერიელმა ვიქტორ მოუზესმა გამოიჩინა. გოლის შემდეგ გუნდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მე-80 წუთზე ანტონიო კონტეს გუნდი 10 კაცით დარჩა მოედანზე - უხეშობისთვის პედრო გააძევეს, „არსენალმა“ კი უმალ გაათანაბრა სეად კოლაშინაცის თავურით.

დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და ჯერი თერთმეტმეტრიანებზე მიდგა, სადაც უფრო ზუსტი „არსენალი“ აღმოჩნდა და აღნიშნული ტიტული მე-15-ედ მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]