weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ზაზა ფაჩულიამ NBA-ის თასი დაპირებისამებრ საქართველოში ჩამოიტანა

12:24 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017
ზაზა ფაჩულიამ NBA-ის თასი დაპირებისამებრ საქართველოში ჩამოიტანა ფოტო © ხატია ჯიჯეიშვილი

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც გასულ სეზონში „გოლდენ სტეიტ ვორიორზის” რიგებში NBA-ს ჩემპიონი გახდა, თბილისში ჩამოვიდა და დაპირებისამებრ NBA-ის თასი საქართველოში ჩამოიტანა.

„ ეს თასი უკვე საქართველოსია. ეს თასი ყველასი და შეგვიძლია ვიამაყოთ, რადგან ამ ტიტულს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერავინ წაგვართმევს. ეს თასი პირველია ჩემთვის და ვფიქრობ არა უკანასკნელი“ - განაცხადა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულიამ თასით მალევე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თასის საქართველოში მოგზაურობას წამყვანი ამერიკული ტელეარხი ESPN გააშუქებს. ფაჩულია ასევე შეეხო ნაკრებს, ხაზი გაუსვა ლატვიისა და ლიტვის ნაკრებების დამარცხებას და ევროპის ჩემპიონატზე ქართველი კალათბურთელების წარმატების იმედი გამოთქვა.

ზაზა ფაჩულიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კალათბურთს მანამდე ითამაშებს, სანამ მისი გული და ტვინი ამის საჭიროებას აგრძნობინებს. ფაჩულიამ იმ აკადემიაზეც ისაუბრა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს და იმედი გამოთქვა, რომ NBA-ში მისი შემცვლელები სწორედ ამ აკადემიაში გაიზრდებიან და პლანეტის უძლიერეს ლიგაში თამაშის საშუალება არაერთ ქართველ ბავშვს მიეცემა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]