weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რაგბის კავშირის შენობაში რამაზ ხარაზიშვილი დაჭრეს

15:38 ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს. კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის განცხადებით, დაჭრილია „საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი.

გოგებაშვილის თქმით, ხარაზიშვილი ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი უკვე თანამშრომლობს პოლიციასთან. იმედი გვაქვს, ყველა დაისჯება მყისიერად“, – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.

ის არ ასახელებს იმ პირს, ვინც იარაღიდან გაისროლა, თუმცა ამბობს, რომ სროლა პირად კონფლიქტს უკავშირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რამაზ ხარაზიშვილი „იუნკერების“ კაპიტანი და საქართველოს შვიდკაცა ნაკრების წევრია. მისი მონაწილეობით „საინიციატივო ჯგუფი“, რომელიც რაგბის კავშირში არსებული პრობლემების მოგვარებაშია ჩართული, აგვისტოში შეიქმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]