გამოცემა „ჩემპიონატის“ ცნობით, კლუბმა ნოვიკოვი, რომელსაც ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, შესაძლოა უახლოეს მომავალში გაათავისუფლოს. გამორიცხული არაა, მან გუნდს 21 სექტემბერს, გროზნოს „ახმატთან“ მატჩის დროსაც უხელმძღვანელოს.
უეფა-ს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩი გუშინ, თბილისში გაიმართა. ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გაიხსნა. 54-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კარისკენ ჩააწოდა, მეკარემ ბურთი მოიგერია და დამატებაზე ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად დაარტყა. 76-ე წუთზე კი გოლი მამია გავაშელიშვილმა გაიტანა. მოსკოველებმა თამაშის დასასრულს, პენალტი გაიტანეს.