მთლიანობაში გამოკითხვაში მონაწილეობა 16 910 ადამიანმა მიიღო, ხოლო კვირკველიამ მცირედით აჯობა პორტუგალიელ მანუელ ფერნანდესს – 6 628 ხმა (39.2%).
ივლისში სოლომონ კვერკველიამ „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 4-ჯერ ითამაშა და ტულის „არსენალთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში ქართველი მცველი თავის უშუალო მოვალეობას დიდებულად ართმევს თავს და ამას ისიც ადასტურებს, რომ განვლილი 4 ტურის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე სამჯერ მოხვდა.