weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოსო ჯაჭვლიანს სპორტსმენებმა კვერცხები ესროლეს და წყალი შეასხეს

16:00 შაბათი, 17 ოქტომბერი 2020

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომის დაწყებამდე ფედერაციის პრეზიდენტს, ყოფილ პარლამენტარსა და მსახიობს, სოსო ჯაჭვლიანს კვერცხები ესროლეს და სახეში წყალი შეასხეს. სპორტსმენებისა ნაწილი ჯაჭვლიანს გადადგომისკენ მოუწოდებდა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ამსახველ კადრებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელეს. არხის ინფრომაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მკლავჭიდელებისა და მწვრთნელების ნაწილს საშუალება არ მისცეს დასწრებოდნენ სხდომას, სადაც ჯაჭვლიანი, მათი ინფორმაციით, აპირებდა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი რევაზ ლუთიძე.

სპორტსმენებმა სხდომაზე შესვლა მაინც მოახერხეს და ჩაშალეს. როგორც ისინი „რუსთავი 2“-თან აცხადებენ, პროტესტს არ შეწყვეტენ.

„მაინც და მაინც სხვა ფედერაციების მსგავსად სროლები უნდა მოხდეს, რომ რეაგირება გააკეთონ?“ – განაცხადა მწვრთნელმა ვასილ დაუთაშვილმა.

სპორტსმენები ჯაჭვლიანს ერთპიროვნულ მმართველობაში, ასევე მწვრთნელების პრემიებისთვის განკუთვნილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.

სპორტსმენების ნაწილი სოსო ჯაჭვლიანს წლებია უპირისპირდება და მის გადადგომას ითხოვს.

სოსო ჯაჭვლიანი 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. ის აირჩიეს და 2016 წლის არჩევნებამდე პარლამენტის წევრი იყო. სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი იყო.

ჯაჭვლიანი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია მკლავჭიდში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]