ათაბეგაშვილის თქმით, ნაკრები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამგზავრებულიყო, რის გამოც 14 დღით ადრე 11 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა. მათგან კორონავირუსი ექვსს, მათ შორის მწვრთნელს დაუდასტურდა. ვირუსის გამო საქართველოს ნაკრები შეჯიბრს გამოეთიშა.
ინფიცირებულთა შორისაა მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი. მისი თქმით, ის და სხვა ძიუდოისტები სახლში მკურნალობენ.
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი, ხოლო 12 გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებდან დღემდე საქართველოში COVID-19-ის 37 263 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან, უკვე გამოჯანმრთელებულია 19 810 ინფიცირებული. კორონავირუსით დღემდე სულ 285 ადამიანია გარდაცვლილი.