weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელია

10:37 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

FIFA-ს ახალ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ეროვნულ გუნდს ადგილი არ შეუცვლია და კვლავ 112-ე ადგილზე იმყოფება. „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ კორეასა და ტოგოს შორის იმყოფებიან 290 ქულით.

ცვლილებაა რეიტინგის სათავეში, სადაც პირველი ადგილი დაიბრუნა ბრაზილიის ნაკრებმა. „სელესაომ“ 1604 ქულით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას გადაასწრო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად, ყველაზე მაღალ პოზიციაზე - მე-5 ადგილზე აღმოჩნდა.

FIFA / CoCa-Cola-ს მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია:

  1. ბრაზილია - 1604
  2. გერმანია - 1549
  3. არგენტინა - 1399
  4. შვეიცარია - 1329
  5. პოლონეთი - 1319
  6. პორტუგალია - 1267
  7. ჩილე - 1250
  8. კოლუმბია - 1208
  9. ბელგია - 1194
  10. საფრანგეთი - 1157

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს, ისინი შემდეგ პოზიციებზე იმყოფებიან:

18. უელსი - 922

29. ირლანდია - 816

37. ავსტრია - 723

42. სერბეთი - 713

159. მოლდოვა - 154

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]