„სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს ამ მატჩის ჩატარება გულშემატკივრის გარეშე.
მოდით, ყველამ ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს ფეხბურთელებს „ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან. ამით ისინი, დარწმუნებული ვარ, უარესად არ ითამაშებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის, ერთი დებიუტანტი - „როტორის“ 22 წლის ქართველი შემტევი ბექა მიქელთაძე.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მაკარიძე, ლაზარე კუპატაძე. მცველები: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, გია გრიგალავა, სოლომონ კვერკველია, მამუკა კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი. ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, მურთაზ დაუშვილი, ლევან შენგელია, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ვაკო გვილია, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი. თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე, ნიკა კაჭარავა, ბექა მიქელთაძე.