weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

14:05 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „თელავს“ გიორგი დეკანოსიძე გაწვრთნის. 36 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, თუმცა გაგრძელების პერსპექტივით გააფორმა. შეგახსენებთ, რომ თელავურ კლუბს აქამდე მალხაზ ჟვანია წვრთნიდა.

გიორგი დეკანოსიძემ სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს რუსთავის „მეტალურგში“ თანაშემწედ დაიწყო. ერთი წლის შემდეგ „საბურთალოში“ მიიწვიეს, სადაც ჯერ აკადემიის ახალგაზრდული სექტორის კოორდინატორობა ჩააბარეს, შემდეგ კი „საბურთალოს“ აკადემიის დირექტორი გახდა. 2017 წელს დეკანოსიძე გორის „დილაში“ მიიწვიეს, სადაც მთავარი მწვრთნელის - ებრაელი ზივ აბრაჰამის თანაშემწედ მუშაობდა. დეკანოსიძემ „დილასთან“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ამიერიდან „თელავს“ გაწვრთნის.

ფეხბურთელის კარიერისას გიორგი დეკანოსიძეს უთამაშია „ვიტ-ჯორჯიაში“, სადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბინადარ „ფიურტში“, „ამერში“, სადაც ორჯერ საქართველოს თასი, ორჯერ კი საქართველოს სუპერ თასი მოიგო, რუსთავის „მეტალურგში“, ბოლნისის „სიონსა“ და ფოთის „კოლხეთში“. ეროვნული ნაკრების მაისურით დეკანოსიძეს ორი მატჩი აქვს გამართული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]