ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა ზედიზედ მეორედ შეძლეს ფინალში გასვლა. ნახევარფინალში მათ რუსეთის ნაკრებს სძლიეს 45:41 და შარშანდელ ფინალში მარცხისთვის რევანში აიღეს, რუსეთამდე კი ბულგარეთსა (45:34) და რუმინეთს (45:31) მოუგეს.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.