weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა

14:32 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია „ორი საქართველო“ გამართეს და გუშინ, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების დასწრება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლა და ფედერაციის პრეზიდენტისთვის, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილისთვის გადასაცემად დაფუშული ბურთის, წითელი ბარათისა და ჯორჯ ორუელის წიგნის „ცხოველების ფერმა“ დატოვება სცადეს, რისი უფლებაც ფედერაციის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში აქტივისტმა გიორგი კუპატაძემ განაცხადა, რომ მას და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეს ფიზკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.

„მე და კიდევ ერთ აქტივისტს გვინდოდა კანცელარიაში ჩაგვებარებინა დაფუშული ბურთი, როგორც მორალისგან დაცლილი ხელისუფლების სიმბოლო; „ცხოველების ფერმა“, სადაც არის ფრაზა, რომ ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია. ეს იყო ჩვენი გამოძახილი იმაზე, რაც მათ ჩაიდინეს და რეგულაციების მიუხედავად, მაღალჩინოსნები თამაშს ესწრებოდნენ.

ასევე, გვინდოდა გადაგვეცა წითელი ბარათი იმის ნიშნად, რომ ხალხი მათ მალე ვაჩვენებთ წითელ ბარათს. გარეთ გამოვიდა რამდენიმე ადამიანი – არ შეგიშვებთო. მიზეზი არ განგვიმარტეს. დაიწყეს ფიზიკური ზეწოლა, გვკრეს ხელი, დაგვაგორეს კიბეებზე. ფიზიკურად სამი ადამიანი გვისწორდებოდა აქციის რამდენიმე მონაწილეს“, – განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

ფედერაციასთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ, „დინამო არენაზე“, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩზე, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ, კორონავირირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო მაყურებელი არ შეუშვეს, თუმცა თამაშს დაესწრნენ „ქართული ოცნების“ წევრები – თბილისის მერი კახა კალაძე (შვილთან ერთად) და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მატჩის შემდეგ სამართალდამცველებმა, კომენდანტის საათის, დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს გულშემატკივარი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებს „დინამო არენსთან“ უგულშემატკივრა და თამაშის შემდეგ სახლში მიდიოდა.

საქართველოს ნაკრებმა ფინალში 0:1 წააგო და ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]