პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის კოშმარული გამოდგა. მეტოქემ 2-ჯერ მეტი გაგვიტანა და ქართველებს შეტევის განხორციელების საშუალება თითქმის არ ჰქონდა. ბექა ორჯონიკიძის შეგირდები დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ ნახევარზე მეტოქის მოგერიებას ცდილობდა, რაც დაფიქსირებულ ანგარიშშიც თვალნათლივ ჩანს – 24:8.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, ქართველები მეტი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის თანაბარი კონკურენცია იყო და მეორე ტაიმში არ იგრძნობოდა, რომ პირველ ნახევარში ისლანდია გარჩევით დომინირებდა.
საქართველო: მიქავა 2, ბაინაზიშვილი 2, ბულბულაშვილი 3, ვრება 5, ლაპიაშვილი 3, თიელიძე 2, გოგავა 4, იობაშვილი 1.
ისლანდია: რივერა 1, გრიმსი 2, ბირგისონი 5, არონსონი 1, აგნარსონი 1, სიგურდსონი 7, ვალდიმარსი 9, ფინარსონი 7, ოსტერბერგი 1, ჯონსონი 1, სვიენსონი 2, კარკანსო 1, ტარკელსო 2.
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელმა ხელბურთელებმა პირველ ტურში ალჟირი დაამარცხეს, მეორე ტურში კი იაპონიასთან დამარცხდნენ 22:30.