weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზებს

22:37 ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდმა უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის „ოლიმპია კლუჟი“ სტუმრად, ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მატჩი „ოლიმპია კლუჟსა“ და „ლანჩხუთს“ შორის დღეს, 19 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართა. მატჩის ერთადერთი გოლი ხატია ჭყონიამ 68-ე წუთზე გაიტანა.

შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 2020-2021 წლების სეზონისთვის უეფას გადაწყვეტილებით ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა. ახალი სეზონიდან გათამაშება ჯგუფური ეტაპის ნაცვლად პლეი-ოფის სისტემით გაიმართება, გუნდები ერთმანეთს ორმატჩიან დაპირისპირებაში შეხვდებიან და მასში მონაწილეობას ევროპის საუკეთესო 32 გუნდი მიიღებს.

„ლანჩხუთის“ მომავალი მეტოქე 24 ნოემბერს დაგეგმილ 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრაზე გაირკვევა. 2020-2021 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9-10 დეკემბერს და 15-16 დეკემბერსაა დაგეგმილი. 

„ლანჩხუთი“ 2019 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის ჩემპიონია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]