weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მარიამ ჭანტურია – ბრინჯაოს პრიზიორი

11:18 შაბათი, 12 აგვისტო 2017

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტ ძიუდოისტთა შორის 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ბექაური პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, გოგონათა ნაკრების წევრმა მარიამ ჭანტურიამ (63 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ინდივიდუალური პირველობის დასრულებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამივე სინჯის თითო მედალია. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს ლუკა კაპანაძე (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ლაშა ბექაური ჩილეში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და შეჯიბრების 33 მონაწილეს შორის პირველ ნომრად იყო განთესილი, საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელ დიორდ ნერპელს „ოქროს დროში“ აღებული ვაზარით აჯობა. ანალოგიურად სძლია მესამე შეხვედრაში რუსეთის ნაკრების წევრ არმენ აგაიანს. იქამდე კი ბრაზილიელ მარსელო გომესს წუთსა და 16 წამში დაასრულებინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა. ნახევარფინალში ბექაური პოლონელ ადამ სტოდოლსკის დაეჭიდა და 33-ე წამზე ბრუნით ბეჭებზე დაანარცხა. იპონითვე დააგვირგვინა საჩემპიონო ბრძოლა იაპონელ დაიკი ნაკაჰაშისთან – უძლიერეს მეტოქეს მეოთხე წუთზე შესრულებული მოგვერდით აჯობა.

ლაშა ბექაურის მსგავსად, მარიამ ჭანტურიაც ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა სანტიაგოს ტატამზე. ჩილელი ხავიერა მუნიოსი და ამერიკელი ერიკა პაჩიონე იპონებით ჩამოიშორა და ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, მომავალ ჩემპიონთან – იაპონელ აიანო იუკისთან მარცხით. უილეთო შეხვედრის ბედი გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა მე-7 წუთის მიწურულს მიიღო. ჭანტურია რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს გზაზე ორი გამარჯვება მოიპოვა – კოლუმბიელ სინდი მერასთან და ჩრდილო კორეელ სუ იონ კიმთან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]