weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა აშშ-ში 3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

16:29 კვირა, 13 აგვისტო 2017

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესშიმსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა სამი ოქროს და ექვსი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედალი აიღო თავისუფალი სტილით მოჭიდავე იოსებ ხუციშვილმა. მან 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალურ ორთაბრძოლაში რუს მოჭიდავეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა კურტანიძემ და 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბელდუხ გავაშელიშვილმაც იასპარეზეს. ორივე მათგანმა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტმა ნოდარ მჭედლიშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსი დავითაშვილმა.

მოცურავე გიორგი ბერძენიშვილმა ოლიმპიადაზე სხვადასხვა სტილით ცურვაში მიიღო მონაწილეობა და ოთხი ვერცხლის მედალი აიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიადაში მათი 12 თანამშრომელი სპორტის შვიდ სახეობაში ასპარეზობს. „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“ 16 აგვისტოს დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]