weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რამაზ ზოიძეს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედალი გადაეცემა

14:49 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ტიტულოვან ახალგაზრდა ქართველ ფალავანს, რამაზ ზოიძეს ევროპის 23-წლამდელთა შორის ჩემპიონატის ოქროს მედალი გადაეცემა. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის განმარტებით, აპრილში ჩატარებული ჩემპიონატის გამარჯვებულს, აზერბაიჯანელ ისლამბეკ დადოვს სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოუჩინეს.

1 აპრილს, უნგრეთის ქალაქ სომბათეიში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა პირველობაზე 71 კგ-ში მოასპარეზე რამაზ ზოიძემ ფინამალამდე სამი ძლიერი მეტოქე - რუსი ადლეტ ტიულუბაევი, უკრაინელი არტურ პოლიტაევი და თურქი მურატ დაგი დამაჯერებლად დაამარცხა. ფინალში ის აზერბაიჯანელ ისლამბეკ დადოვს შეხვდა და წააგო.

მოგვიანებით აზერბაიჯანელი მოჭიდავის სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოაჩინეს და ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. შესაბამისად, ჩამორთმეული ოქროს მედალი ქართველ ფალავანს გადაეცა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-მ ოფიციალურ ბაზაში უკვე შეცვალა 23-წლამდელთა ევროპირველობის შედეგები, სადაც აზერბაიჯანელის გვარი ამოღებულია, ქართველი ფალავანი კი ჩემპიონად არის გამოცხადებული.

რამაზ ზოიძისთვის ეს რიგით მესამე ევროპული ტიტულია. ევროპირველობაზე მან 2012 წელს ჭაბუკებში, ხოლო 2016 წელს ახალგაზრდებში გაიმარჯვა. ის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონიც არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]