weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა

21:24 კვირა, 07 თებერვალი 2021

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019-2020 წლების „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ბოლო შეხვედრაში რუსეთს უმასპინძლა და 16:7 ანგარიშით დაამარცხა. თამაში, რომელიც კორონავირუსის გამო რამდენჯერმე გადაიდო, დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, გულშემატკივრების დასწრების გარეშე გაიმართა.

პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი ლელო ვასილ ლობჟანიძემ დადო, ხოლო გარდასახვა თედო აბჟანდაძემ შეასრულა. 

„ეს არ იყო რუსეთთან ყველაზე მძიმე თამაში. დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი ამ თამაშით არ იქნება ბედნიერი და დიდად არც ჩვენ ვართ გახარებულები, მაგრამ მოგება მოგებაა. რეალობა ისაა, რომ რუსეთთან თამაში იმხელა პასუხისმგებლობაა, იმდენად ემოციური და მძიმეა, რომ ეს ხშირად ხელს გვიშლის ხოლმე. იგივე მოხდა ახლაც. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი იყო ის, რომ ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით, რაც სწორედ ემოციების ბრალია. გასახდელში ბიჭები ამბობდნენ, რომ ინგლისთან არ გვინერვიულია ისე, როგორც ამ თამაშშიო. ამის დაძლევა მარტივი არ არის, თუმცა ღვთის წყალობით ისტორიაში კიდევ ერთი მოგება ჩავიწერეთ და ესაა მთავარი“, – განაცხადა „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი ზედიზედ მე-19-ედ, სულ კი 22-ედ დაამარცხა. სატურნირო თვალსაზრისით დღევანდელი თამაშის შედეგი არაფერს წყვეტდა, რადგან საქართველომ ჯერ კიდევ შარშან, ერთი ტურით ადრე, მე-12-ედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]