weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

14:28 ორშაბათი, 24 აპრილი 2017

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 9-გზის ჩემპიონია. ვარშავაში გამართული ევროპის გუნდური პირველობა, წინა დღეს დასრულებული ინდივიდუალური პირველობის მსგავსად, საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა - გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 3:2 დაამარცხეს.

ფინალი ვაჟა მარგველაშვილისა (66 კგ) და ანზაურ არდანოვის დაპირისპირებით დაიწყო და მარგველაშვილმა იპონით გახსნა ანგარიში. 73 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი უალი კურჟევს დაეჭიდა და ბეჭებზე დავარდნით დამარცხდა. შემდეგ ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) სტანისლავ სემიონოვთან დამატებით დროში ვაზარიზე დაეცა და რუსეთი 2:1 დაწინაურდა, მაგრამ ბექა ღვინიაშვილმა მაგომედ მაგომედოვი ვაზარიზე დააგდო, შებოჭა და ანგარიში გათანაბრდა – 2:2. წერტილი კი გურამ თუშიშვილმა დუსვა: ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა რენატ საიდოვი საფირმო კისრულით გააკრა ტატამს და საქართველოს გამარჯვება მოუტანა – 3:2.

შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილმა საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა. საწყის შეხვედრაში იტალია დაამარცხა – 4:1. ასეთივე ანგარიშით აჯობა სერბეთსაც, ნახევარფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში უკრაინას 3:2 მოუგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]