weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გორის ქალთა საფეხბურთო კლუბს „სოსელო“ დაარქვეს

22:00 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017

გორის ქალთა საფეხბურთო კლუბს „ლედი გორს“ სახელი შეუცვალეს და „სოსელო“ დაარქვეს. ეს ცვლილება უკვე აისახა სოციალურ ქსელში გუნდის სახელწოდებაზე. ჩხოროწყუს გოგონათა ნაკრებთან დღეს გამართულ შეხვედრაზეც გუნდმა „სოსელოს“ სახელით იასპარეზა.

შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ხელმღვანელმა გიორგი რევაზიშვილმა და „ლედი გორის“ მთავარმა მწვრთნელმა ოიებადე ოკეოვომ ივლისში არასამთავრობო ორგანიზაცია „სოსელო“ დააფუძნეს, რომელიც საფეხბურთო კლუბის მფლობელია. გიორგი რევაზიშვილის თქმით, გუნდის სახელის ცვლილებაც ახალი ორგანიზაციის დაფუძნებას უკავშირდება.

რევაზიშვილის განცხადებით, ნოემბრამდე, ვიდრე ქალთა ეროვნული ჩემპიონატი არ დასრულდება, გუნდისთვის სახელის ოფიციალურად შეცვლის უფლება არ აქვთ.

„სოსელო“ ახალგაზრდა სტალინის, იოსებ ჯუღაშვილის ერთ-ერთი ფსევდონიმია, რომლითაც 1895 წელს გაზეთ „ივერიაში“ მისი რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა. გიორგი რევაზიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ საფეხბურთო კლუბის ახალი სახელწოდება სტალინთან კავშირში არ არის.

„სოსელო გორში დაწერილი ლექსია და ეს არის პატარა ბავშვების აღზრდა, რომ საქართველო უყვარდეთ. ეს სტალინის ფსევდომინი არ არის და მასთან არავითარი შეხება არ აქვს. სტალინის ფსევდონიმი კობა იყო“, - აღნიშნა გიორგი რევაზიშვილმა.

გორში ქალთა საფეხბურთო გუნდი 2015 წელს შეიქმნა. ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა მათ პირველად 2016 წელს მიიღეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ამჟამად ნაკრებში 60-მდე გოგონა თამაშობს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]