უკანასკნელ შეხვედრაში „თელავმა“ ფირუზ მარაქველიძისა და გიორგი ნიქაბაძის გოლებით მარნეულის „ალგეთი“ თბილისში 2:1 დაამარცხა და ვიდრე მე-5 ტურის დარჩენილი მატჩები ჩატარდება, ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.
მომდევნო მატჩს „თელავი“ 2 მაისს თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „მარკ სტარსთან“ გამართავს, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა და ათგუნდიან გათამაშებაში „თელავის“ მთავარ კონკურენტს წარმოადგენს.