weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია – თურნავა

17:36 კვირა, 28 თებერვალი 2021

26 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით პერიოდში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ბაკურიანში სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში 2021 წლის მსოფლიო თასის ეტაპები ტარდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრი ნათია თურნავა საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ტურნირის ჩატარება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია არა მარტო სპორტისა და ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, არამედ საქართველოს ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, რადგან ამ შეჯიბრით მსოფლიომ გაიცნო ბაკურიანი.

„ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი.

„შეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა. ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება ბაკურიანში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე. ჩვენ ასევე ვემზადებით მსოფლიო ჩემპინატისთვის, რომელიც 2023 წელს გაიმართება“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დასრულდა ბაკურიანში ახალი საბაგიროს და სასრიალო არეალის მშენებლობა, ასევე გაუმჯობესდა ხელოვნური გათოვლიანების კომპონენტი. ამდენად, სპეციალური ტრასა შეჯიბრისთვის ნაწილობრივ ხელოვნული თოვლითაა გაკეთებული.

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 200-მდე სპორტსმენი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და მსოფლიო თასის ეტაპზე მომუშავე ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. შეჯიბრება მაყურებლის დასწრების გარეშე გაიმართა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტები 2020 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაკეტილი იყო - არ ფუნქციონირებდა სასტუმროები და საბაგიროები. 25 თებერვლიდან მუშაობის უფლება მიეცათ სასტუმროებს, საბაგიროების ამუშავება კი 8 მარტიდან იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]