პირადი ტიტულისთვის ბრძოლაში 26 წლის ფრანგმა შუახაზელმა თანაგუნდელ ედენ აზარს, „არსენალელ“ ალექსის სანჩესს, „ტოტენჰემის“ თავდამსხმელ ჰარი კეინს, „ევერტონის“ ფორვარდ რომელუ ლუკაკუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნ’გოლო კანტე ამავე წოდებისთვის ბრძოლაში მეორე ადგილზე გავიდა, როდესაც იმ დროს „ლესტერ სიტიში“ მისივე თანაგუნდელი რიად მაჰრეზი აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად.
პრემიერ ლიგაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გამოვლინდა - „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ 21 წლის ნახევარმცველმა დელე ალიმ აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.