weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

10:24 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვ სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტსმენს სამინისტროს მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო თბილისში მიმდინარე 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ გადასცა.

ალექსანდრე ანპილოგოვის სახელი მიენიჭა თბილისის ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზსაც, სადაც საფრანგეთისა და ესპანეთის ჭაბუკთა გუნდებს შორის მსოფლიო პირველობის ფინალი გაიმართა.

ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი ანპილოგოვმა 1976 წელს, მონრეალში მოიგო საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, 1980 წელს კი ოლიმპიადის ვერცხლის მედალს დაეუფლა. საკავშირო ნაკრების მაისურით ქართველმა ხელბურთელმა 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიგო. ალექსანდრე ანპილოგოვმა  კარიერა 1992 წელს, გერმანიის „ლანდცხუტში“ დაასრულა, რის შემდეგაც საბერძნეთის ქალ ხელბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]