ნადალმა ფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი საათსა და 5 წუთიან შეხვედრაში იოლად 6:4, 6:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან 465 260 დოლარი მოიპოვა და 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა, რადგან ბარსელონას ტურნირი შარშანაც ჰქონდა მოგებული.
ჯამში ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში 71-ე ტიტული მოიპოვა - ერთი კვირის წინ ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსი ასევე მეათედ მოიგო.