რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შემდეგი შეხვედრა 28 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეტი იქნება. თამაშს, ქვეყანაში მოქმედი „კოვიდ 19“-ის რეგულაციების შესაბამისად, მაყურებელთა მხოლოდ 30% დაესწრება.