weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სპორტულ ფედერაციებში ანტიკორუფციული მექანიზმები დაინერგება – წულუკიანი

22:34 ორშაბათი, 22 მარტი 2021

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო გააკონტროლებს, რაში დაიხარჯება მის მიერ სპორტული ფედერაციებისთვის გამოყოფილი თანხები.

წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამინისტროსა და ფედერაციებს შორის თამაშის წესები ნათელი და გაცხადებული იქნება.

„სულაც არ არის სავალდებულო, რომ სამინისტროს მიერ გაცხადებულ წესებს ფედერაციები დაეთანხმონ, მაგრამ სამინისტრო, რომელიც ფედერაციებს აძლევს საკმაოდ დიდ თანხებს, ვალდებულია გააცხადოს რა არის მისი ხედვა. ჩვენი ხედვა აუცილებლად იქნება ის, რომ ფედერაციებს დაფინანსების საკითხების გადაწყვეტისას მივცეთ რჩევები. მაგალითად,

ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ფედერაციებში აუცილებელი გახდება ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვა. ეს ორიენტირებული იქნება პრევენციაზე. თუ უკვე მოხდა რაღაც გადაცდომები, მერე უკვე გვიან არის ხოლმე. ამიტომ იქ, სადაც ბევრი ფული იყრის თავს, აუცილებელია იყოს ანტიკორუფციული მექანიზმი.

ალბათ, ფედერაციის უფლებაა, ამას არ დაეთანხმოს, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით ის სამინისტრო, რომელიც ფულს იხდის და შემდეგ არ აინტერესებს ის ფული როგორ იხარჯება. სამინისტრო თავის თავს მისცემს ყველა იმ ინსტრუმენტს, დროს და საშუალებას, ჩემი პირადი ჩართულობით, იმისთვის, რომ დავინახოთ ამ ფულის შესაბამისი შედეგი - ეს შედეგი იყოს ის, რაც საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნის სახელისთვის და თუ გნებავთ, ხმამაღლა ვიტყვი - დიდებისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, შესაძლოა შეიცვალოს ფედერაციების დაფინანსების წესიც.

„ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ზოგიერთ პატარა ფედერაციას, ომელიც უკეთესად იმუშავებს სკოლის ბავშვებთან, სოფლად ახალგაზრდობისთვის, სჭირდება უფრო მეტი თანხა ვიდრე აქვს დღეს. რატომაც არა?! ლეგიტიმური კითხვები დაისმება, თანამშრომლობის რეჟიმი და კონტროლის მექანიზმები გაძლიერდება“, – განაცხადა სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი 2012 წლიდან 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ის „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტის წევრი გახდა და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს თავმჯდომარეობდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად მისი დანიშვნის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 19 მარტს მოაწერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]