weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველო-ესპანეთის მატჩისთვის ბილეთების ნახევარზე მეტი უკვე გაიყიდა

18:14 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021

საქართველოსა და ესპანეთს საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართი მატჩისთვის ბილეთების გაყიდვა დღეს, 24 მარტს, 13:00 საათზე, TKT.GE-ზე დაიწყო. 17:52 საათისთვის 9468 ბილეთი უკვე გაყიდული იყო, ხოლო თავის რიგს 38 850 ადამიანი ელოდა.

თამაში ოთხ დღეშია და მას კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მაყურებლის 30%-ის დაესწრება, რაც სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარია.

ბილეთები 5-დან 25 ლარამდე ღირს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია და შეძენისას აუცილებელია ყველა მფლობელის პირადი ინფორმაციის შეყვანა. პირადი ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა გადაადგილების საშვი, რომელიც ე.წ. კომენდანტის საათის დროს, 29 მარტის 01:00 საათამდე იმოქმედებს.

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი 28 მარტს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება. სტადიონის შესასვლელები 17:00 საათიდან გაიხსნება, იქ მოხვედრა კი მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]