weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

09:55 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთში გაიმართა, საქართველოს წარმომადგენელი, 26 წლის შმაგი ბოლქვაძე (72კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან სომეხი მალხას ამოიანი 4:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

მესამე ადგილისთვის იჭიდავა აივენგო რიკაძემ (82), რომელმაც სომხეთის წარმომადგენელი კარაპეტ ჩალიანი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ერთი ბრინაჯაოს მედალი აქვს, რომელიც ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვა. ვერცხლის მედალი აიღო იაკობ ქაჯაიამ (130 კგ).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]