პატარა სენსაციის ავტორი გახდა „სამტრედიას“ მძლეველი აზერბაიჯანის ჩემპიონი გუნდი „ყარაბაღი“, რომელმაც პლეი-ოფში „კოპენჰაგენის“ ბარიერი დაძლია და ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი რამ აქამდე არცერთ აზერბაიჯანულ კლუბს არ უქნია. გურბან გურბანოვის გუნდმა ჯერ შინ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა დანიის ჩემპიონი, სტუმრად გამართული მატჩი კი 1:2 დათმო და გასვლაზე გატანილი გოლის წესით ტურნირზე გააღწია.
„ლივერპული“ შინაც იოლად გაუსწორდა გერმანულ „ჰოფენჰაიმს“. იურგენ კლოპის შეგირდებმა გახსნილ შეხვედრაში 4:2 სძლიეს იულიან ნაგელსმანის გუნდს და სამწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდნენ.
სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია ლისაბონის „სპორტინგის“ სტუმრად „სტიაუასთან“ გამარჯვება - საკუთარ მოედანზე ნათამაშები ნულოვანი ფრის შემდეგ ჟორჟე ჟეზუსის გუნდმა ბუქარესტში 5:1 მოიგო.
რაც შეეხება პლეი-ოფში დამარცხებულ გუნდებს, ისინი ავტომატურად გადაინაცვლებენ UEFA-ს რანგით მეორე
საკვალიფიკაციო პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრების ანგარიშები (დახრილად: გამარჯვებული კლუბები):
ჩემპიონი კლუბები:
კოპენჰაგენი 2:1 ყარაბაღი (0:1)
პრაღის სლავია 0:0 ა.პ.ო.ე.ლ. (0:2)
რიეკა 0:1 ოლიმპიაკოსი (1:3)
ასტანა 4:3 სელტიკი (0:5)
მარიბორი 1:0 ბე’ერ შევას ჰაპოელი (1:2)
ვიცე-ჩემპიონი კლუბები:
მოსკოვის ც.ს.კ.ა 2:0 იანგ ბოიზი (1:0)
სევილია 2:2 ისთანბულ ბაშაქშეჰირი (2:1)
ნიცა 0:2 ნაპოლი (0:2)
ლივერპული 4:2 ჰოფენჰაიმი (2:1)
სტიაუა 1:5 ლისაბონის სპორტინგი (0:0)
ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს გვიან მონაკოში გაიმართება.