კენჭისყრამდე გუნდები ოთხ სხვადასხვა კალათში იყვნენ განაწილებულნი. პირველ კალათში რვა წამყვანი ევროპული ქვეყნის ჩემპიონი გუნდები (რეალი, ჩელსი, ბაიერნი, იუვენტუსი, მონაკო, ბენფიკა, სპარტაკი, შახტარი) იყვნენ განთესილნი, დანარჩენი გუნდები კი ქვედა კალათებში UEFA-ს კოეფიციენტების მიხედვით იყვნენ განაწილებულნი.
კენჭისყრის პირველი შეფასებებით, გამორჩეულია D ჯგუფი: „იუვენტუსი“, „ბარსელონა“, „ოლიმპიაკოსი“ და „სპორტინგი“, არანაკლები სიძლიერის გამოვიდა H ჯგუფიც. ურთულეს ჯგუფში მოხვდა საქართველოს ჩემპიონ „სამტრედიას“ მძლეველი, ტურნირის დებიუტანტი „ყარაბაღი“, რომელსაც ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს დაპირისპირება. იოლი გასეირნებები არც ჯანო ანანიძის გუნდს ელის - მოსკოვის „სახალხო გუნდს“ ქვეჯგუფში „სევილიასა“ და „ლივერპულთან“ მოუწევს ბრძოლა მერვედფინალში გასასვლელად.
კენჭისყრის შედეგად 32 გუნდი რვა ქვეჯგუფში შემდეგნაირად განაწილდა:
A ჯგუფი: ბენფიკა, მანჩესტერ იუნაიტედი, ბაზელი, მოსკოვის ც.ს.კ.ა.
B ჯგუფი: ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი, ანდერლეხტი, სელტიკი
C ჯგუფი: ჩელსი, მადრიდის ატლეტიკო, რომა, ყარაბაღი
D ჯგუფი: იუვენტუსი, ბარსელონა, ოლიმპიაკოსი, ლისაბონის სპორტინგი
E ჯგუფი: სპარტაკი, სევილია, ლივერპული, მარიბორი
F ჯგუფი: შახტარი, მანჩესტერ სიტი, ნაპოლი, ფეიენოორდი
G ჯგუფი: მონაკო, პორტო, ბეშიქთაში, ლაიპციგი
H ჯგუფი: რეალი, დორტმუნდის ბორუსია, ტოტენჰემ ჰოტსპური, ა.პ.ო.ე.ლ.
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის გათამაშება სტარტს 12 სექტემბერს აიღებს. ჯგუფური ეტაპის ექვსი ტური 6 დეკემბერს დასრულდება, ფინალური მატჩი კი გაისად, 26 ივნისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება.