weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თანამშრომლობა გააგრძელა

15:36 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

შვედმა ფეხბურთის ვარსკვლავმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. 35 წლის თავდამსხმელი ინგლისურ გრანდში კიდევ ერთი სეზონი დარჩება და 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ბოსნიურ-ხორვატული ფესვების მქონე სუპერფორვარდმა „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კრეატიული სურათი განათავსა, რითაც მანჩესტერულ კლუბთან ახალი ურთიერთობის შესახებ ამცნო საზოგადოებას.

შეგახსენებთ, რომ „იბრაკადაბრამ“ გასული სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა და 46 მატჩში 28 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, სეზონის მიწურულს კი მძიმე ტრავმა მიიღო და ზაფხულში კლუბთან კონტრაქტიც დაუსრულდა. ბოლო პერიოდში შვედ ფეხბურთელს არაერთ კლუბს უკავშირდებდნენ, საუბრობდნენ იმაზეც, რომ იგი ტრავმის გამო კარიერას დაასრულებდა, თუმცა იბრაჰიმოვიჩმა და მანჩესტერული გრანდის მესვეურებმა ახალი კონტრაქტის დადებით ჭორებსა და ვარაუდებს წერტილი დაუსვეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]