ბოსნიურ-ხორვატული ფესვების მქონე სუპერფორვარდმა „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კრეატიული სურათი განათავსა, რითაც მანჩესტერულ კლუბთან ახალი ურთიერთობის შესახებ ამცნო საზოგადოებას.
შეგახსენებთ, რომ „იბრაკადაბრამ“ გასული სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა და 46 მატჩში 28 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, სეზონის მიწურულს კი მძიმე ტრავმა მიიღო და ზაფხულში კლუბთან კონტრაქტიც დაუსრულდა. ბოლო პერიოდში შვედ ფეხბურთელს არაერთ კლუბს უკავშირდებდნენ, საუბრობდნენ იმაზეც, რომ იგი ტრავმის გამო კარიერას დაასრულებდა, თუმცა იბრაჰიმოვიჩმა და მანჩესტერული გრანდის მესვეურებმა ახალი კონტრაქტის დადებით ჭორებსა და ვარაუდებს წერტილი დაუსვეს.