ამ გამარჯვებით 29 წლის ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი სპორტსმენი ქართული ძიუდოს ისტორიაში, ვისაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.
ლაშა შავდათუაშვილი გორის რაიონის სოფელ კარალეთიდან არის. მან 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ-მდე ძიუდოისტთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
შავდათუაშვილი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით და ღირსების ორდენით.