weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა

10:11 პარასკევი, 05 მაისი 2017

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, პირველი ნახევარფინალური შეხვედრები ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზეც გაიმართა. ამსტერდამის „აიაქსმა“ სანახაობრივ მატჩში შინ ლიონის „ოლიმპიკს“ სძლია, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი ვიგოს „სელტა“ სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ჰოლანდიური გრანდი პრაქტიკულად ევროპა ლიგის ფინალშია. ტრადიციულად, ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ამსტერდამელებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს და შეიძლებოდა ლიონელებთან კიდევ უფრო დიდი ანგარიშით მოეგოთ - მასპინძლებმა ფრანგული კლუბის კარში ზუსტად 16-ჯერ დაარტყეს. „აიაქსი“ 25-ე წუთზე დაწინაურდა: ჰაქიმ ზიეშის მოწოდებულ სტანდატულს ბერტრან ტრაორე გამოეხმაურა და თავური დარტყმით გაიტანა. ათიოდე წუთში ტრაორემ თავით უკვე საგოლე გადაცემა გააკეთა, როდესაც კასპერ დოლბერგი მეკარესთან პირისპირ დატოვა და თინეიჯერმა დანიელმა ფორვარდმაც ლამაზი დარტყმით შანსი არ გაუშვა. ტაიმის ბოლოს მესამე გოლის გატანა ამინ იუნესსაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან მეკარეს ვერ აჯობა. სამაგიეროდ, ხუთიოდე წუთში იხეირა და ლიონელთა პორტუგალიელი კიპერი მესამედ დაამწუხრა. ამის შემდეგ „ოლიმპიკიც“ გამოფხიზლდა და 66-ე წუთზე გამოცდილმა შუახაზემა მატიე ვალბუენამ უზუსტესი დარტყმით ერთი ბურთქი გაქვითა, თუმცა ხუთ წუთში მასპინძლებმა ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც კვლავ ტრაორეს გოლით დასრულდა – 4:1.

სელტა-მანჩესტერ იუნაიტედის მატჩში კლასმა და გამოცდილებამ გაიმარჯვა. მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში აქტიურობდნენ, ბურთსაც უფრო მეტხანს ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტები ბევრი ნამდვილად არ ჰქონიათ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით „წითელ ეშმაკებზე“. მანჩესტერელებმა საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს და ესპანური კლუბიც მეკარე სერხიო ალვარესს უნდა უმადლოდნენ ბევრი გოლის არგაშვებას. ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა „იუნაიტედმა“ გოლი 67-ე წუთზე გაიტანა – ახალგაზრდა მარკუს რეშფორდმა საჯარიმო დარტყმა 20 მეტრიდან შესანიშნავად შეასრულა და სერხიო ალვარესი უშანსოდ დატოვა, რომელმაც იმავე რეშფორდს, ჰენრიხ მხითარიანსა და ჯესი ლინგარდს ძალიან რთული ბურთები აუღო. რაც შეეხება სერხიო რომეროს, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და არგენტინის ნაკრების გოლკიპერმა ერთი ძალიან კარგი სეივი განახორციელა. საბოლოოდ 0:1 და ინგლისური გრანდიც ცალი ფეხით ფინალშია.

გუნდებს შორის საპასუხო განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრები 11 მაისს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]