weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვლადიმერ ხინჩაგაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

10:22 პარასკევი, 05 მაისი 2017

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ევროპის უძლიერესი ფალავანის ტიტული ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მესამედ მოიპოვა.

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ტურნირზე 61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 26 წლის ქართველი მოჭიდავე პირველობაზე მეორე წრიდან ჩაება და მოლდოველ ანდრეი პერპელიცას 4:1 სძლია. მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილმა აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვთან პირველი პერიოდი მინიმალური ანგარიშით დათმო, მეორე სამწუთეულის დაწყებიდან ერთ წუთში ისევ ერთი ქულით ჩამორჩებოდა (2:3), შემდეგ კი ისე შეუტია, მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება აღარ მისცა და ანგარიში სათავისოდ ზედმეტი ნერვიულობის გარეშე შეატრიალა - 9:5. ნახევარფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს საკმაოდ ადვილად აჯობა (8:2), საჩემპიონო ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ ახმედ ჩაკაევთან წაგებული შეხვედრა მოიგო - მეორე პერიოდში, საფინალო გონგამდე წუთნახევრით ადრე ჩაკაევი შვიდქულიანი უპირატესობით იგებდა (7:0) და თითქოს ოქროს მედლის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ხინჩეგაშვილმა დაახლოებით ერთ წუთში 10 ქულა აიღო და ისეთი უპირატესობა მოიპოვა, რომ ბრძოლის მიწურულს მოწინააღმდეგეს 2 ქულა ტაქტიკურად დაუთმო და 10:9 დაამარცხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]