weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონია

22:32 შაბათი, 26 აგვისტო 2017

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ქართველმა ფალავანმა ურთულეს ფინალურ შერკინებაში პოლონეთის სახელით მოასპარეზე რუსი მაგომედმურად გაჯიევი 3:1 დაამარცხა, მცირე სასწაული მოახდინა და ოქროს მედალს დაეუფლა.

იაკობიშვილი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო და ინდოელი ბაირანგ ბაირანგი 6:5 დაჯაბნა, მეოთხედფინალში თურქ მუსტაფა ქაიას 12:6 მოუგო, ნახევარფინალში კი ძლიერ რუს ალან გოგაევს 3:3-ზე დამატებითი მაჩვენებლით სძლია.

შეგახსენებთ, რომ პარიზში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაგარში უკვე ორი ოქროს მედალია - პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პირველი გენო პეტრიაშვილი ავიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]