weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვალერი ყაზაიშვილმა ამერიკის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა

11:04 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსე ერსქვეიკსის“ შემტევმა ნახევარმცველმა ვალერი ყაზაიშვილმა ამერიკის ჩემპიონატის (MLS) 27-ე ტურის მატჩში გოლი ტიტულოვან კლუბ „ლოს ანჯელეს გალაქსის“ გაუტანა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი კალიფორნიულ დერბიში სტუმრად თამაშობდა და მეტოქე გუნდი სამი უპასუხო ბურთით დაამარცხა. ყაზაიშვილმა პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ანგარიში ცაცია დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის მიწურულს სან ხოსეელებმა ლოს ანჯელესელთა კარი კიდევ ორჯერ აიღეს. ყაზაიშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა MLS-ში მეექვსე მატჩი ითამაშა და მესამე გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]