weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლუის ჰამილტონმა თავისი მეორასე რბოლა გამარჯვებით აღნიშნა

11:45 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

ფორმულა 1-ის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბელგიური ეტაპი ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა. სპა ფრანკორშანის გრან-პრი ბრიტანული პილოტისთვის კარიერაში მე-200 რბოლა იყო და ის გამარჯვებით აღნიშნა. ჰამილტონისთვის ეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 რბოლაში მე-5 და კარიერაში მოპოვებული 58-ე გამარჯვებაა.

ჰამილტონი სტარტიდანვე დაწინაურდა და ლიდერობა ორიოდე წრით, მხოლოდ მაშინ დათმო, როცა პიტ სტოპი შეასრულა. ტრასაზე დაბრუნებულს კი ახალი საბურავებით კიმი რაიკონენის გასწრება არ გასჭირვებია. მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი გერმანელი სებასტიან ფეტელი მთელი რბოლის განმავლობაში ჰამილტონის სიახლოვეს იყო და ერთხელ, რესტარტის შემდეგ, მისი გასწრებაც სცადა, თუმცა ჰამილტონმა შეძლო პოზიციის შენარჩუნება და მეტოქისთვის შეტევის მეტი შანსი აღარ მიუცია. ფეტელი გამარჯვებულს 2.3 წამით ჩამორჩა.

მიმდინარე ჩემპიონატში ფეტელი ახლა უკვე მხოლოდ 7 ქულას უგებს ჰამილტონს, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, რომ სებასტიან ფეტელი ჩემპიონატის ლიდერი ყოფილიყოს და იმ სეზონში ჩემპიონის ტიტული სხვისთვის დაეთმოს.

მესამე ადგილი დანიელ რიკარდომ დაიკავა, მაქს ფერსტაპენმა კი კვლავ ვერ შეძლო რბოლის დასრულება, რომლის საქომაგოდაც ტრიბუნებზე 40 ათასზე მეტმა ჰოლანდიელმა მოიყარა თავი. მან ასპარეზობა მერვე წრეზე შეწყვიტა - ფერსტაპენს კვლავ ტექნიკამ უმტყუნა.

კვლავ არ გაუმართლა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც შესანიშნავი სტარტი აიღო და რამდენიმე პოზიციით წინ წაიწია, მაგრამ ისევ „ჰონდას“ სუსტი და არასაიმედო ძრავის გამო, მალევე დათმო მონაპოვარი და დაახლოებით შუა დისტანციაზე რბოლას გამოეთიშა.

ბელგიის დიდი პრიზი

სპა ფრანკორშანი, დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ, 44 წრე)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:24:42.820

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 00:2.358

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 00:10.791

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 00:14.471

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 00:16.456

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 00:28.087

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 00:31.553

ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 00:36.649

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 00:38.154

კარლოს საინსი (ესპანეთი, „ტორო როსო“) 00:39.447

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 00:48.999

დანილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“) 00:49.490

ჯოლიონ პალმერი (დიდი ბრიტანეთი, „რენო“) 00:53.239

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 00:57.078

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1:07.262

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1:09.711

რბოლას გამოეთიშნენ:

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 3 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 19 წრე

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 37 წრე

პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 43 წრე

სწრაფესი წრე:

სებასტიან ფეტელი - 1:46.577 (41-ე წრე, 236.583 კმ/სთ)

2017 წლის მრბოლთა საერთო კლასიფიკაცია:

  1. სებასტიან ფეტელი - 220 ქულა
  2. ლუის ჰამილტონი - 213
  3. ვალტერი ბოტასი - 179
  4. დანიელ რიკარდო - 132
  5. კიმი რაიკონენი - 128
  6. მაქს ფერსტაპენი - 67
  7. სერხიო პერესი - 56
  8. ესტებან ოკონი - 47
  9. კარლოს საინსი - 36
  10. ნიკო ჰულკენბერგი - 34
  11. ფელიპე მასა - 27
  12. რომენ გროჟანი - 24
  13. ლანს სტროლი - 18
  14. კევინ მაგნუსენი - 11
  15. ფერნანდო ალონსო - 10
  16. პასკალ ვერლაინი - 5
  17. დანილ კვიატი - 4
  18. სტოფელ ვანდოორნი - 1

2017 წლის კონსტრუქტორთა თასის კლასიფიკაცია:

  1. მერსედესი - 392 ქულა
  2. ფერარი - 348
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 199
  4. ფორს ინდია-მერსედესი - 103
  5. უილიამს-მერსედესი - 45
  6. ტორო როსო-რენო - 40
  7. ჰაას-ფერარი - 35
  8. რენო - 34
  9. მაკლარენ-ჰონდა - 11
  10. ზაუბერ-ფერარი - 5

წყარო: World Sport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]