weather cur horoscope tv
სექტემბერი 22, 2021

ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს მიიღებს – ღარიბაშვილი

13:43 შაბათი, 10 ივლისი 2021 hits 291

დღეს საქართველოს დელეგაციების ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონია გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი 1 მილიონ ლარს მიიღებს.

„გიყურებთ რა თქვენ, კიდევ ერთხელ ვრწმუნები, რომ ჩვენ ვართ მართლაც ჩემპიონების ერი. ვართ პატარა ერი, მაგრამ გვყავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. ეს არის ერთი მხრივ, დიდი წყალობა, მეორე მხრივ, მთელი ერი ახლა შემოგცქერით თქვენ. მჯერა, გამოხვალთ ჩვენი დროშის ქვეშ ტოკიოში და ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მინდა ყველას გისურვოთ გამარჯვება, გისურვოთ წარმატებები და მინდა გაცნობოთ, გადაწყვეტილების შესახებ: მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიპმიური ჩემპიონი მიიღებს 1 მილიონ ლარს. წარმატებები, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – მიმართა ღარიბაშვილმა სპორტსმენებს.

საქართველოდან ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 35 სპორტსმენი გაემგზავრება. ლიცენზიანტთა შორის სამი ოლიმპიური ჩემპიონი და ორი პრიზიორია. რაც შეეხება პარალიმპიურ თამაშებს, პირველად ისტორიაში, საქართველო სპორტის 6 სახეობაში 16 პარასპორტსმენით წარდგება.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პალალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო თამაშებს მაყურებლები ვერ დაესწრებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]