weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გულდასაწყვეტია, ძალიან ახლოს ვიყავი ჩემპიონობასთან, მაგრამ ეს სპორტია – შავდათუაშვილი

19:09 ორშაბათი, 26 ივლისი 2021

ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ღმერთს მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მესამე ოლიმპიური მედალი მოვიპოვე. რაც შეეხება ფინალს, გულდასაწყვეტია, ძალიან ახლოს ვიყავი ჩემპიონობასთან, მაგრამ ეს სპორტია. დღეს ვიყავი ძალიან მოტივირებული ბრძოლისთვის. ვულოცავ ამ წარმატებას სრულიად საქართველოს, გულშემატკივარს, ოჯახს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. მადლობა ყველას!“, – განაცხადა შავდათუაშვილმა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე შეაქო.

„რა თქმა უნდა, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ონო საუკეთესო ძიუდოისტია. ის ძალიან ძლიერია და არასდროს უშვებს შეცდომას. ბოლოსდაბოლოს, ეს ძიუდოა და ჩვენ თანასწორები ვართ, თითოეულს გვაქვს ორი ხელი და ორი ფეხი და თანაბარი შესაძლებლობები“, – აღნიშნა შავდათუაშვილმა.

29 წლის  ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე აიღო მედალი: ის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულია, 2016 წელს, რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, დღეს კი ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]