weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2021

ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა – „ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაც მთავრდება“

19:12 ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021 hits 166

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, 100 კგ კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ სპორტული კარიერა დაასრულა. 32 წლის ძიუდოისტმა დღეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იჭიდავა, თუმცა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება Facebook-ში გამოაქვეყნა:

„მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა. დღემდე იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით.

მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს, მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა.

ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი, ვიცი, თქვენი გახარება… მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ იმედია ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ ყველას“.

ვარლამ ლიპარტელიანმა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ევროპის სამგზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), ოთხგზის ვერცხლისა (2009, 2010, 2013, 2015) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორია, ასევე არის მსოფლიოს ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2014, 2015) პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]