weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

15:15 პარასკევი, 30 ივლისი 2021

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა.

ფინალამდე თუშიშვილმა ტაჯიკეთის, ბრაზილიისა და რუსეთის წარმომადგნლებს სძლია.

გურამ თუშიშვილმა საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეოთხე მედალი მოუპოვა. ამრიგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია (90 კგ), ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ)და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვეს.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, 26 წლის ლაშა თუშიშვილმა პირველად იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]