weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

19:41 შაბათი, 31 ივლისი 2021

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა, ანტონ პლესნოიმ (96 კგ) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი მოუტანა. პლესნოიმ ატაცში 177, ხოლო აკვრაში 210 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამით ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

ანტონმა პირველ დისციპლინაში 173 კილოგრამი დაძლია, შემდეგ 177 კილოგრამიანი შტანგა ვერ დაიმორჩილა, თუმცა მეორე მისვლაზე იგივე წონა ასწია. აკვრაში ჯერ 206 კილოგრამი ასწია, შემდეგ 210 კილოგრამიან შტანგასთან მისვლა გაუფუჭდა, თუმცა მესამე ცდაზე იგივე წონით სიმძიმე დაიმორჩილა. ძალოსანმა აკვრის დროს მეორე ცდაზე ტრავმა მიიღო და მესამე ცდა პრაქტიკულად ტრავმირებულმა დაძლია.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია. აღსანიშნავია, რომ ოქროსა და ვერცხლის მედლები ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა მოიპოვეს: ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ლაშა ბექაურია (90 კგ), ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) აიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]